გერმანიაში სწავლების მსურველ სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და რეზიდენტთა საყურადღებოდ!

გერმანიაში სწავლების მსურველ სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და რეზიდენტთა საყურადღებოდ!

4 აპრილს 15:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის პირველ  სართულზე (ოთახი#122)  პროფ. ნოდარ გრიგოლიას სახელობის პროგრამით გერმანიაში სტაჟირების მსურველთა შესარჩევ გასაუბრებას  ჩაატარებს მეც. დოქტორი მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის აკადემიური კლინიკის ქირურგიული განყოფილების უფროსი ექიმი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსისტეტის საპატიო დოქტორი, გერმანიის და ბავარიის ექიმთა ასოციაციის წევრი (DÄK) (BLÄK), გერმანიის ქირურგთა საზოგადოების წევრი (DGCH), გერმანიის ზოგად/ და ვისცერალ ქირურგთა საზოგადოების წევრი DGAV), გერმანელ ქირურგთა კავშირის წევრი (BDC), მსოფლიო ქირურგთა ასოციაციის კანდიდატი ISS/SIC ბ-ნი გიორგი გრიგოლია.

მოთხოვნები:

გერმანული ენისა და სამედიცინო ტერმინოლოგიის კარგი ცოდნა და გამართულად საუბარი (B2-C1 დონე).

პირობები:

პრაქტიკის ფარგლებში მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო საცხოვრებლით, კვებით და მიიღებენ პროფ. ნოდარ გრიგოლიას გერმანიაში დაარსებული ფონდიდან სტიპენდიას. ასევე განახლდება პროფ. გიორგი გრიგოლიას სტიპენდია, რომელსაც მიიღებს საუკეთესო სტუდენტი მედიცინის დარგში.

პრაქტიკის პერიოდი:

Schongau: აპრილიდან 3 თვე, სტიპენდია 350 ევრო თვეში, ბინა და კვება უფასოდ;

Kaufbeuren: 1 აგვისტოდან თვე ნახევარი, სტიპენდია 600 ევრო, ბინა და კვება უფასოდ;

Weilheim: 1 მაისიდან 2 თვე, სტიპნედია 350 ევრო თვეში, ბინა და კვება უფასოდ;

Landshut: 1 ივნისიდან 2 თვე, სტიპენდია 150 ევრო თვეში, ბინა და კვება უფასოდ.

გისურვებთ წარმატებას!!