მიმდინარეობს მასალების მიღება თსსუ-ის 2018 წლის სამეცნიერო შრომათა კრებულში პუბლიკაციისთვის

მიმდინარეობს მასალების მიღება თსსუ-ის 2018 წლის სამეცნიერო შრომათა კრებულში პუბლიკაციისთვის


                                   !

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიმდინარეობს მასალების მიღება თსსუ-ის 2018 წლის სამეცნიერო შრომათა კრებულში პუბლიკაციისთვის (ტომი 52).

გამოსაქვეყნებლად მიიღება თსსუ-ის აკადემიური და/ან სამეცნიერო პერსო¬ნალის ავტორობით/თანაავტორობით შესრულებული სამეცნიერო ნაშრომები (მიმოხილვითი ან ორიგინალური სამეცნიერო სტატია, შემთხვევის აღწერა, სხვ.). შეგახსენებთ,^რომ წარმოდგენილ მასალაში (ორიგინალური სტატია) მკაფიოდ უნდა იყოს ასახული გამოკვლეული საკითხის/პრობლემის თანამედროვე მდგომარეობა და კვლევის საგნის აქტუალობა, კვლევის მიზანი, ამოცანები, კვლევის ტიპი, მეთოდები, შედეგების სარწმუნობის დასადგენი კრიტერიუმები, შედეგების აღწერა, მათი ინტერპრეტაცია და დასკვნები, გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა. მიმოხილვითი და/ან შემთხვევის აღწერის ამსახველი სტატია უნდა შეესაბამებოდეს ამგვარი პუბლიკაციებისადმი დადგენილ სტანდარტებს. სტატიები მიიღება ქართულ ან ინგლისურ ენაზე; სტატიას თან უნდა ერთვოდეს რეზიუმე ინგლისურ და ქართულ ენებზე (თითოეული ³1000 სასტამბო ნიშნის მოცულობით; ქართულენოვანი რეზიუმე - ქრჟ-თვის). სტატიის და ინგლისურენოვანი რეზიუმეს მოცულობა  არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს (ფორმატი AAAA4; MMicrosoft Word; შრიფტი: ქართული ტექსტის¬თვის - AAcadNusx, ინგლისური ტექსტის¬თვის - Times New Roman, ზომა - 12, სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1); სტატიის საილუსტრაციო სურათი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იქნას დამოუკიდებელ ფაილად jpg ფორმატში (რეზოლუცია - 250-300 dpi), ხოლო დიაგრამები Excel ფაილში

          კრებულში დასაბეჭდ ნაშრომთა რაოდენობა შეზღუდულია. კრებულში ერთმა ავტორმა შეიძლება გამოაქვეყნოს არაუმეტეს სამი სტატიისა, ხოლო ერთი სტატიის ავტორთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხუთს. გადაწყვეტილებას წარმოდგენილი მასალის კრებულში პუბლიკაციის შესახებ, რეცენზირების შემდგომ, მიიღებს კრებულის სარედაქციო კოლეგია.

გთხოვთ,^მასალა ზემოაღნიშნული მოთხოვნების დაცვით წარმოადგინოთ თსსუ-ის გამომცემლობაში ან ხარისხის უზრუნველყოფის სამსა¬ხურში (II სართული, ოთ. ##223, 224; IV სართული, ოთ. #411) 2019 წლის 31 იანვრამდე (ჩათვლით) შემდეგი სახით: 1 ნაბეჭდი ეგზემპლარი, მისი ელექტრონული ვერსია CD-დისკზე (ან e-mail-ზე irma@tsmu.edu). სტატია ვიზირებული უნდა იყოს შესაბამისი დეპარტამენ¬ტის/ლაბორატორიის/სტრუქტურის ხელმძღვანელის მიერ (მისი თანაავტორობის მიუხედავად). გთხოვთ,^მიუთითოთ ავტორთა საკონტაქტო ტელეფონები და ელფოსტა.

გთხოვთ, ასევე,^ სტატიის `ქუდი~ გააფორმოთ ქვემოთ მოყვანილი თანმიმდევრობით

                                                                                ავტორის/ავტორთა გვარი, ინიციალები^

                                                                                სათაური^

                                                                                                 ორგანიზაცია/სტრუქტურა, სადაც შესრულდა ნაშრომი

შრომათა კრებულის სარედაქციო კოლეგია;

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 

31/10/2018