კომპანია „პსპ“-ს შეხვედრა   ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებთან

კომპანია „პსპ“-ს შეხვედრა ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებთან

2018 წლის 20 ნოემბერს, თსსუ-ის  IV კორპუსში გაიმართა ფარმაცევტული კომპანია „პსპ“-ს შეხვედრა   ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებთან. „პსპ - ფარმამ“ დამსწრე საზოგადოებას გააცნო სტუდენტური დასაქმების ახალი პროგრამა, რომელიც გულისხმობს:

სწავლასთან ადაპტირებულ 4, 6 ან 8 საათიან სამუშაო განრიგს;

გამოცდების პერიოდში შვებულების აღების შესაძლებლობას;

ტრენინგს ტრენინგ-ცენტრში;

პრაქტიკას  აფთიაქში;

წარმატებული პსპ-ს ფარმაცევტის დაფინანსებას  საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში.

„პსპ - ფარმამ“ საპატიო სიგელებით დააჯილდოვა ფარმაციის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები, რომლებიც, ამავე დროს კომპანიის წარმატებული ფარმაცევტები არიან. „პსპ - ფარმა“ მათ სრულად დაუფინანსებს უნივერსიტეტში სწავლის საფასურს.