კონკურსი სტუდენტებისთვის

კონკურსი სტუდენტებისთვის

სსიპ   -   განათლების   ხარისხის   განვითარების   ეროვნული   ცენტრი   აცხადებს   დერეფნის   ინტერიერის დიზაინის კონკურსს სტუდენტებისთვის!

კონკურსის   მიზანია   სტუდენტების   ჩართულობით    ცენტრის   დერეფნის   ინტერიერიერის   დიზაინის განახლება.

კონკურსში    მონაწილე    პირმა    უნდა    შეიმუშავოს    ცენტრის    ინტერიერის    დიზაინის    კონცეფცია    და წარმოადგინოს    პროექტი.    წარმოდგენილი    იდეა    უნდა    შეესაბამებოდეს    ცენტრის    მისიას,    ხედვას, ღირებულებებსა     და     მიზნებს.     აღნიშნულის     შესახებ     ინფორმაცია     იხილეთ     შემდეგ     ბმულზე:

https://eqe.ge/geo/static/55/mission-and-vision

კონკურსის    ფარგლებში    გამოვლინდება    ერთი    გამარჯვებული    პროექტი.    გამარჯვებული    ავტორი დაჯილდოვდება ტაბლეტით (Lenovo Yoga Tab 3 10``LTE (YT3-X50M)) და ასევე, გადაეცემა სერთიფიკატი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროექტის ავტორმა, ცენტრის მატერიალური მხარდაჭერით,  თავად უნდა უზრუნველყოს წარმოდგენილი იდეის განხორციელებაც.

კონკურსში მონაწილეები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმებით:

რამდენად პასუხობს  ნამუშევარი მოცემულ თემატიკას;

რამდენად ორიგინალური და შემოქმედებითია;

რამდენად განხორციელებადია მცირე ფინანსური დანახარჯებით.


პროექტი არ უნდა წარმოადგენდეს სხვისი ნამუშევრის პლაგიატს და დაცული უნდა იყოს ცენზურა. გთხოვთ,  დაინტერესებულმა  პირებმა,  არაუგვიანეს  2018  წლის  20  დეკემბრისა,  ცენტრის  ელექტრონულ

ფოსტაზე  jobs@eqe.ge  გამოგვიგზავნოთ  თქვენი  ნამუშევრები,  რომელსაც  თან  უნდა  დაურთოთ  შემდეგი ინფორმაცია:  სახელი,  გვარი,  კურსი,  საგანმანათლებლო  პროგრამა,  საგანმანათლებლო  დაწესებულება  და პროექტის   ხარჯთაღრიცხვა.   გთხოვთ,   წერილის   სათაურში   ("Subject")   მიუთითოთ  ტექსტი   “დერეფნის ინტერიერის დიზაინის კონკურსი“.კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ ცენტრის თანამშრომელს, მარიამ ღამბაშიძეს m.ghambashidze@eqe.ge


იხილეთ შენობის ნახაზი
იხილეთ ფოტოები