ლია გუბელაძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

ლია გუბელაძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

2019 წლის 16 მაისს 16:00 საათზე, თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსის  სააქტო დარბაზში შედგება ლია გუბელაძის სადისერტაციო ნაშრომის „საქართველოს გარემო ობიექტებიდან B.anthracis-ის მიმართ სპეციფიკური ბაქრეტიოფაგების გამოყოფა და დახასიათება “ საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელები: მარინე თედიაშვილი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; გიორგი კამკამიძე - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

ექსპერტები: ნინო ჯანელიძე – გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, საქართველოს უნივერსიტეტის, ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ასოცირებული პროფესორი;თამარ დიდბარიძე - თსსუ-ის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; ბესარიონლასარეიშვილი - მედიცინის აკადემიური დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, უჯრედული იმუნოლოგიის ლაბორატორია ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.

მის: ვაჟა–ფშაველას ქ.№33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი