მაგისტრანტობის  მსურველთა  საყურადღებოდ!

მაგისტრანტობის მსურველთა საყურადღებოდ!

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს რეგისტრაციას 2019–2020 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მისაღებ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:


რეგისტრაციისთვის მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
1. განცხადება თსსუ–ის რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
2. შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ივსება ადგილზე);
3. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი (ან ცნობა სასწავლებლის დამთავრების შესახებ);
4. მოქალაქის პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
5. ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ბარათი;
6. 2 ფოტოსურათი (3X4) და ელ. ვერსია;
7. ვაჟებისთვის – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

რეგისტრაციის ვადაა: 26.08.2019 – 09.09.2019 
(10:00 – 17:00 სთ, შაბათ–კვირის გარდა.
შესვენება – 13:15–14:00 სთ)

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თსსუ–ის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურს.

მისამართი: 0186, საქართველო, თბილისი, ვაჟა–ფშაველას 33, III სართული, ოთახი 313.
საკონტაქტო ტელეფონი: (+995 32) 2 54 24 66