მაგისტრანტობის  მსურველთა  საყურადღებოდ

მაგისტრანტობის მსურველთა საყურადღებოდ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს რეგისტრაციას 2018–2019 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მისაღებ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე: 

 


სამაგისტრო პროგრამის დასახელება მისაღები კონტინგენტი

მისაღები კონტინგენტი

1

ჯანდაცვის ადმინისტრირება და მენეჯმენტი

25

2

საზოგადოებრივი ჯანდაცვა

30

3

ეპიდემიოლოგია და გარემოს მედიცინა

20

4

ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ჯანმრთელობითი განათლება

20

5

ფარმაციის მენეჯმენტი

20

6

სამრეწველო ფარმაცია

8

7

ფარმაცევტული ანალიზი

15

8

ფარმაცევტული კოსმეტოლოგია და პარფიუმერია

8

9

კლინიკური ფარმაცია

20

10

პედიატრიული რეაბილიტაცია

5

11

რეაბილიტაციაში მრჩეველი

5

12

რეაბილიტაცია სპორტში

10


რეგისტრაციისთვის მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

1. განცხადება თსსუ–ის რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);

2. შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ივსება ადგილზე);

3. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი (ან ცნობა სასწავლებლის დამთავრების შესახებ);

4. მოქალაქის პირადობის მოწმობის ქსეროასლი;

5. ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ბარათი;

6. 2 ფოტოსურათი (3X4) და ელ. ვერსია;

7. ვაჟებისთვის – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

რეგისტრაციის ვადაა:  29.08.2018 – 11.09.2018
(10:00 – 17:00 სთ, შაბათ–კვირის გარდა. შესვენება – 13:15–14:00 სთ)
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ: თსსუ–ის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურს.
მისამართი: 0186, საქართველო, თბილისი, ვაჟა–ფშაველას 33, VIII სართული, ოთახი 817.
საკონტაქტო ტელეფონი: (+995 32) 2 54 24 66


საბანკო რეკვიზიტები:

სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი TRESGE22
სახაზინო კოდი (ანგარიშის ნომერი) 708987289
საიდენტიფიკაციო კოდი 211328703