მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2019

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2019

   თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილი  ღონისძიებების ჩამონათვალი: 

19 სექტემბერი

ღია კარის დღე -“დაბალი სიხშირის ელექტრო სტიმულაციის გამოყენება (IVES ) ფუნქციური მოძრაობის აღდგენაში”. თბილისის  სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას  გამზ. № 33, თსსუ-ის  IV  სასწავლო კორპუსი, მე-3  სართული; 12:00 სთ.

20 სექტემბერი

1. სამეცნიერო შოუ -  “Geo-Oss” - ბიოლოგიურად აქტიური ძვლის იმპლანტი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრეკლინიკური და ექსპერიმენტული ანატომიის დეპარტამენტი.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, თსსუ-ის  III სასწავლო კორპუსი,  მე-4  სართული. 12:00 სთ;

2. სამეცნიერო შოუ - „სახალისო ლაბორატორია“. თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრი.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. № 33, თსსუ-ის  IV სასწავლო კორპუსი,  I  სართ.  14.00  სთ.

21 სექტემბერი

ღია კარის დღე - “ვალეოლოგია ქართულ რეალობაში“. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდი.

მისამართი: თსსუ-ის  აფილირებული კლინიკა „ბაზი“, აღდგენითი თერაპიის  ცენტრი, ლუბლიანას ქ. N21.  12.00 სთ

23 სექტემბერი

1. „ჩემი ექსპერიმენტები“ - თსსუ-ის  ვლადიმერ ბახუტაშვილის სახ. სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი.

მისამართი: ბელიაშვილის ქ.N76. 12.00 სთ;

2. სამეცნიერო  პიკნიკი ბათუმში - ტრენინგი - „გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, დაზიანებული პირის მენეჯმენტი“;  საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია და გენ. მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი. ქ. ბათუმი.

24 სექტემბერი

1. საჯარო ლექცია  - „დროებითი  კბილების  ანატომიური თავისებურებანი და მათი როლი ყბა-კბილთა სისტემის განვითარებაში“;  ასოცირებული პროფესორი  ნანა ყიფიანი,  თსსუ-ის   ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული სტომატოლოგიის დეპარტამენტი.   

მისმართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი #33, თსსუ-ის  ადმინისტრაციის კორპუსი,  საბჭოების დარბაზი. 16.00 სთ;

2. საჯარო ლექცია - „ბიოდანამატები და  ადამიანის ჯანმრთელობა“; ირაკლი ჩხიკვიშვილი, თსსუ-ის ვლ. ბახუტაშვილის  სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის  ინსტიტუტის  მთავარი  მეცნიერ-თანამშრომელი.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი #33, თსსუ-ის  ადმინისტრაციის  კორპუსი,  საბჭოების დარბაზი. 17.00 სთ.

25 სექტემბერი

1. ექსკურსია -  „ქართული ფარმაცია, მეცნიერება და წამალი – ტრადიციების  პატივისცემით  მომავლისაკენ“; თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი.

მისამართი: პეტრე სარაჯიშვილის ქ N 36. 12.00 სთ;

2. საჯარო ლექცია  -  „ექიმი-სტომატოლოგი - ორგანიზმის ზოგიერთი დაავადების პირველი დიაგნოსტიკოსი“;  პროფესორი მანანა ივერიელი,  თსსუ-ის  პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა დეპარტამენტი.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი N33, თსსუ-ის ადმინისტრაციის  კორპუსი,  საბჭოების დარბაზი. 16:00 სთ.

26 სექტემბერი

1. კონფერენცია -  „ნარკოინტოქსიკაცია - მისი მექანიზმები, მკურნალობისა და რეაბილიტაცის გზები“.  მოხსენებები:
ა)  „ნარკოტიკები  - დაჯილდოებიდან დაავადებამდე ”;  პროფესორი ხათუნა თოდაძე, თსსუ-ის  ნარკოლოგიის  დეპარტამენტი,  თსსუ-ის ვიცე-რექტორი;

ბ) „ექსტაზში შემავალი ნივთირებების ფარმაკოლოგიური მოქმედების მექანიზმები, მისი ეპიზოდური და ქრონიკული მოხმარების შედეგები და მოსალოდნელი გართულებები“; ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია, თსსუ-ის  სამედიცინო  ფარმაკოლოგიის  დეპარტამენტი,  თსსუ-ის  სამეცნიერო უნარ-ჩვევების  ცენტრის დირექტორი.

გ) „ნარკოინტოქსიკაციიდან  რეანიმაციამდე, რეანიმაციიდან რეაბილიტაციამდე“; პროფესორი ლევან რატიანი, თსსუ-ის ანესთეზიოლოგიისა  და  რეანიმატოლოგიის  დეპარტამენტი,   თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკის  გენერალური დირექტორი;

 დ) „ნარკოტიკული ინტოქსიკაცია“;  ასოცირებული  პროფესორი  მალხაზ ჯოხაძე, თსსუ-ის ფარმაცევტული  ბოტანიკის დეპარტამენტი.

მისამართი:  ვაჟა-ფშაველას გამზირი N33, თსსუ-ის ადმინისტრაციის კორპუსი, საბჭოების დარბაზი. 14.00  სთ.

2. მრგვალი მაგიდა – „რა უნდა ვიცოდეთ  პედიატრთან ვიზიტისას?“; თსსუ-ის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი.

მისამართი: ვაჟა ფშაველას გამზირი N33,  თსსუ-ის I კორპუსი, 16:00 სთ.

27 სექტემბერი

1.  საერთაშორისო კონფერენცია - „მწვანე საშუალებები - მწვანე ტექნოლოგიებით - ჯანმრთელი სიცოცხლისათვის“; თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტი.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი N33, თსსუ-ის ადმინისტრაციის კორპუსი, საბჭოების დარბაზი.10.00 სთ;

2.  ვორკშოფი  -  „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იშვიათი გენეტიკური დაავადებების დიაგნოსტირებაში“; თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი.
მისამართი: ვაჟა ფშაველას გამზირი N 33, თსსუ-ის  I  კორპუსი, ბიბლიოთეკის ცისფერი  დარბაზი. 12:00 სთ; 

3.  „პირის ღრუს პროფესიული ჰიგიენისა და  სტომატოლოგიურ  დაავადებათა პროფილაქტიკის  თანამედროვე  საშუალებები ბავშვთა და მოზარდთა ასაკში“;  თსსუ-ის აპოლონ  ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკა;
მისამართი: აღმაშენებლის  გამზირი  N126,  13.00 სთ;

4. „თანამედროვე მიღწევები და გამოწვევები ოპერაციულ ოდონტოლოგიასა და ენდოდონტიაში;“ თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკა, ოდონტოლოგიის დეპარტამენტი, თსსუ-ის აპოლონ  ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკა.
 მისამართი: აღმაშენებლის  გამზირი  N126 სთ;

5. „პირველადი გადაუდებელი დახმარება“; თსსუ-ის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი, ქართველ მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია (GMSA);
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი N33, თსსუ-ის I სასწავლო კორპუსი, I სართ.14.00 სთ.

28 სექტემბერი

1. საერთაშორისო კონფერენცია - „მწვანე საშუალებები - მწვანე ტექნოლოგიებით - ჯანმრთელი სიცოცხლისათვის“; თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტი.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი N33, თსსუ-ის ადმინისტრაციის კორპუსის საბჭოს დარბაზი.10.00 სთ;

2. სტუდენტური სამეცნიერო  კონფერენცია - „ჯანმრთელობა და წამალი“; თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტი.
მისამართი: ვაჟა ფშაველას გამზირი N 33, თსსუ-ის  ადმინისტრაციის კორპუსის საბჭოს დარბაზი.12.00 სთ;

3. საერთაშორისო კონფერენცია  - „კლინიკური ფარმაცია, პრობლემები და პერსპექტივები  საქართველოში“; თსსუ-ის სოციალური და კლინიკური ფარმაციის დეპარტამენტი.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი N 33, თსსუ-ის ადმინისტრაციის კორპუსის საბჭოების დარბაზი. 14.00 სთ;

4. მასტერკლასი - „ქირურგიული უნარ-ჩვევები“; თსსუ,  საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია. თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა.
მისამართი: გუდამაყარის ქ N 4,  15.00 სთ.

30 სექტემბერი

1. წარმოდგენა/ექსკურსია - „ქართული მედიცინის ისტორია, მედეა და არგონავტები“. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თსსუ-ის თეატრალური დასი ჰიგეა, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი და მედიცინის ისტორიის მუზეუმი. 
მისამართი: უზნაძის ქ N51. 12.00 სთ.