მიმდინარეობს მოხალისეთა შერჩევა 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადისთვის

მიმდინარეობს მოხალისეთა შერჩევა 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადისთვის

2018 წლის 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ქალაქ ბათუმში ჩატარდება- 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ 190-მდე ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდები. ოლიმპიადის პარალელურად იმართება ფიდესა და კონტინენტთა პრეზიდენტების არჩევნები, 89-ე კონგრესი და სხვა მნიშვნელოვანი საჭადრაკო ღონისძიებები.

ოლიმპიადის სრულყოფილად გამართვისათვის ხდება მოტივირებული, ერუდირებული და ენთუზიაზმით აღსავსე მოხალისეების მოძიება, რომელთა ასაკი განისაზღვრება 18-30 წლამდე. მოხალისეები ერთვებიან როგორც ოლიმპიადის საორგანიზაციო საქმიანობაში, ისე სპეციალურად ოლიმპიადისთვის დაგეგმილ სხვადასხვა პარალელურ აქტივობაში.

მოხალისეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ოლიმპიადის ოფიციალურ ვებგვერდზე: Batumi2018.fide.com