პიზის უნივერსიტეტის კონკურსი

პიზის უნივერსიტეტის კონკურსი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის

რეზიდენტების და დოქტორანტების საყურადღებოდ!


ერაზმუს + ახალი საგრანტო კონკურსი  

პიზის უნივერსიტეტში, იტალია.


თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსსუ-ის რეზიდენტებისა და დოქტორანტებისათვის  მობილობის პროგრამის გასავლელად პიზის უნივერსიტეტში, იტალია.

მობილობის ხანგრძლივობა:5 თვე;

მობილობა დაიწყება შემოდგომაზე. მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს მასპინძელი მხარე (ორ მხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება და  ყოველთვიური სტიპენდია).


სტიპენდიანტთა შესარჩევი პროცესი:

სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა. იტალიური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულმა პირებმა შეკითხვებისთვის მიმართეთ შემდეგ  ელექტრონულ მისამართზე erasmus@tsmu.edu ან  nkandelaki@hotmail.com ტელ: 2542450

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

პასპორტის ასლი;

ცნობა რეზიდენტის/დოქტორანტის სტატუსის შესახებ

(ინგლისურ ენაზენა თარგმანი);

CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურენაზე;

მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არა უმეტეს ერთი გვერდისა);

ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული);

ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

დოკუმენტაციის შემოწმება და გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან იწარმოებს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში –  6 ივლისს, 16:00 სთ–ზე.