პროექტი - გააჩუქე წიგნი

პროექტი - გააჩუქე წიგნი

პროექტი "გააჩუქე წიგნი" (Give Away a Book) ითვალისწინებს 5-16 აპრილის ჩათვლით თბილისის მასშტაბით წიგნების შესაგროვებელი ყუთების დადგმას, რისი საშუალებითაც ახალგაზრდებს შეეძლებათ ჩაერთონ ქველმოქმედებაში, მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თემის გაძლიერებაში და იზრუნონ გარემოზე. შეგროვებული წიგნები გადაეცემა სხვადასხვა დაწესებულებაში მყოფ ბავშვებსა და მოზრდილებს.

წიგნების შესაგროვებელი ყუთები განთავსებულია:

1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის I კორპუსში (ვაჟა-ფშაველას გამზ #33)

2. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში (ი. ჭავჭავაძის გამზ. #1)

3. სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი 

პროექტს ახორციელებენ FLEX( Future Leaders Exchange Program) პროგრამის კურსდამთავრებულები ზემოთხსენებული უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად გლობალური ახალგაზრდული მოხალისეობის (GYSD) დღის ფარგლებში.

პროექტი დაფინანსებულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს მიერ.

პროექტს მხარს უჭერს: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი და ახალგაზდული სამეცნიერო გაერთიანება.