პროექტის InSimu Virtual Patient პრეზენტაცია

პროექტის InSimu Virtual Patient პრეზენტაცია

საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია (GMSA) გეგმავს მორიგ მასშტაბურ პროექტს - „InSimu Virtual Patient“, რომელიც მოიცავს თბილისის ყველა სამედიცინო უნივერსიტეტს/ფაკულტეტს.

InSimu - არის მობილური აპლიკაცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ გყავდეთ ვირტუალური პაციენტები და თავი იგრძნოთ ექიმად. 

პროექტის პირველი ეტაპი მოიცავს შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატს, რომელიც გამოავლენს თითოეული უნივერსიტეტიდან 10 საუკეთესო სტუდენტს (სტუდენტს რომელიც ყველაზე ნაკლებ დროში, ყველაზე იაფად და არაინვაზიური ტესტების საშუალებით დასვამს სწორ დიაგნოზს).  

აღნიშნული პროექტი ჩატარდება: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში, თბილისის სამედიცინო აკადემიაში, ევროპის უნივერსიტეტში, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტსა და ნიუ ვიჟენში.

თითოეული უნივერსიტეტიდან ფინალურ ეტაპზე  გადასულ 10-10 მონაწილეს შორის გამოვლინდება 3 საუკეთესო სტუდენტი (იმავე პრინციპით).

შედეგები აისახება საერთო ბაზაში, რომელთან წვდომაც ლიმიტირებულია, რაც გამორიცხავს მონაცემების ცვლილებებს. 

ღონისძიების გრაფიკი: 

თსსუ : InSimu-ს პრეზენტაცია: 25 მარტი (ვაჟა-ფშაველას N33, პირველი კორპუსი ,,ცისფერი დარბაზი")
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი: InSimu-ს პრეზენტაცია: 26 მარტი.
თბილისის სამედიცინო აკადემია: InSimu-ს პრეზენტაცია 27 მარტი.
ევროპის უნივერსიტეტი: InSimu-ს პრეზენტაცია: 28 მარტი.
სდასუ: InSimu-ს პრეზენტაცია: 28 მარტი.
ნიუ ვიჟენი: InSimu-ს პრეზენტაცია: 29 მარტი.

შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი გაიმართება ყველა უნივერსიტეტში ერთდროულად, 1, 2, 3 აპრილს.
ფინალურ ეტაპზე გადამსვლელი 10 საუკეთესო სტუდენტი გამოვლინდება 5 აპირლს.
ფინალური ეტაპი ჩატარდება 8 და 9 აპრილს.
გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართება 15 აპრილს, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის საბჭოების დარბაზში.
აპლიკაციის ლინკი : https://insimu.com/insimu_patient
სამუშაო ენა - ინგლისური.
აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა სრულიად უფასოა.
InSimu-ს პრეზენტაციაზე დასწრება სასურველია, რათა გაეცნოთ აპლიკაციის გამოყენების პრინციპებს. ასევე, მიიღებთ პრომო კოდს, რომლის საშუალებითაც შეგეძლებათ მონაწილეობა მიიღოთ თქვენი უნივერსიტეტის ჩემპიონატში.

საკონტაქტო ინფნორმაცია :  გიორგი ჩილინგარაშვილი, 551459943, giorgichilo@gmail.com