პროფესორ ვიქტორ როდოვის საჯარო ლექცია თსსუ-ში

პროფესორ ვიქტორ როდოვის საჯარო ლექცია თსსუ-ში

2018 წლის 5 ივლისს, 15:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკის, ბიოფიზიკის, ბიომექანიკის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ თამარ სანიკიძისა და სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის პროფესორ ირაკლი ჩხიკვიშვილის მოწვევით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „ცისფერ დარბაზში“ პროფესორი ვიქტორ როდოვი (სოფლის მეურნეობის პროდუქტების კვლევის ორგანიზაცია (ARO) - ვულკანის ცენტრი, ბეთ დაგანი, ისრაელი) წაიკითხავს ლექციას თემაზე: „კურკუმინი როგორც ანტიმიკრობული აგენტი: ეფექტურობა, გადატანის გზები, მოქმედების მექანიზმები და პოტენციური გამოყენება“.