პროგრამა - შინაგანი სნეულებანი, მათი დიაგნოსტიკის, სწორი თერაპიული სტრატეგიების, კლინიკური ფარმაკოლოგიისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის საკითხები

პროგრამა - შინაგანი სნეულებანი, მათი დიაგნოსტიკის, სწორი თერაპიული სტრატეგიების, კლინიკური ფარმაკოლოგიისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის საკითხები

 2019 წლის 1 ივლისიდან 5 ივლისის ჩათვლით  ჩატარდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის  და საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების საერთო აკრედიტირებული  უსგ პროგრამა - „შინაგანი სნეულებანი, მათი დიაგნოსტიკის, სწორი თერაპიული სტრატეგიების, კლინიკური ფარმაკოლოგიისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის საკითხები“ .

    პროგრამა განკუთვნილია: ნებისმიერი სპეციალობის სერტიფიცირებული ექიმისათვის, ოჯახის ექიმისათვის, ფარმაცევტული კომპანიის მენეჯერისათვის, გარდა, რადიოლოგიისა, სასამართლო მედიცინისა, ლაბორატორიული მედიცინისა, ორთოპედიული სტომატოლოგიისა, პათოლოგიური ანატომია/კლინიკური პათოლოგიისა, ორთოდონტიისა და ბირთვული მედიცინისა. პროგრამას მინიჭებული აქვს 25 უპგ ქულა.

    აქტივობის განხორციელების ადგილი: თბლისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტი (თსსუ-ის ადმინსტრაციის კორპუსი, მე-7 სართული)

     გთხოვთ, აპლიკანტებმა მიმართონ თბლისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტს. განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 21 ივნისი.

 პროგრამის ხელმძღვანელია  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი ლუიზა გაბუნია; პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობას იღებენ: 

1. დავით გორდელაძე - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის  სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა N3 დეპარტამენტის  პროფესორი, საქართველოს თერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი შინაგან დაავადებებში და გასტროენტეროლოგიაში;

2. თამარ ყანდაშვილი – მედიცინის აკადემიური დოქტორი, თბილისის  სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა N3 დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ჰეპატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი შინაგან დაავადებებში და გასტროენტეროლოგიაში.

პროგრამის ხანგრძლივობა ხუთი დღეა და მისი ღირებულება  250 ლარს წარმოადგენს