საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს განცხადება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს განცხადება

მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნების გამოცხადებისა და დანიშვნის შესახებ


თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს 2022 წლის 11 ოქტომბრის სხდომის #2 გადაწყვეტილებით, მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ასარჩევად 2022 წლის 01 ნოემბერს დაინიშნა არჩევნები

მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსობის კანდიდატებმა თსსუ-ის საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ:

  • განცხადება,
  • პირადობის მოწმობა, ან პასპორტი,
  • მედიცინის აკადემიური დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი,
  • ცნობა თსსუ-ის აკადემიური თანამდებობის შესახებ (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი). 

მედიცინის ფაკულტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2022 წლის 12 ოქტომბერს და დასრულდება 2022 წლის 17 ოქტომბერს.  

რეგისტრაცია იწარმოებს  ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე.   

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. #33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული  კორპუსი, მეორე სართული,                                            ოთახი # 224.