საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის განცხადება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის განცხადება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნების გამოცხადებისა და დანიშვნის შესახებ თსსუ-ის მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით (2019  წლის 15 თებერვალი, ოქმი N4), 2019 წლის 12 მარტს დაინიშნა მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნები.
კანდიდატი შეიძლება იყოს ფაკულტეტის პროფესორი, ასოცირებული პროფესორი ან ასისტენტ-პროფესორი. კანდიდატებმა თსსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში უნდა წარმოადგინონ: განცხადება, პირადობის მოწმობა ან პასპორტი, CV, ცნობა თსსუ-ში დაკავებული თანამდებობის შესახებ.
კანდიდატთა საბუთების მიღება თსსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში დაიწყება 2019 წლის 18 თებერვალს და დასრულდება 2019 წლის 22 თებერვალს.
საბუთების მიღება იწარმოებს ყოველდღე, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ.33ა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული, ოთახი # 224. 
ტელ. - 2 54 24 14