საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის  განცხადება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის განცხადება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი  საბჭოს  წევრების არჩევნების გამოცხადების და დანიშვნის შესახებ.

თსსუ-ის მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის  საბჭოს 2019 წლის 15 თებერვლის   გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი N4),  თსსუ-ის  წარმომადგენლობითი საბჭოს 2019 წლის 4 თებერვლის №23/1 გადაწყვეტილების გათვალისწინებით, წარმომადგენლობით საბჭოში მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტიდან სამი წარმომადგენლის ვაკანტურ ადგილზე ,  2019  წლის 12 მარტს დაინიშნა არჩევნები. 

მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტიდან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის კანდიდატებმა საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ: განცხადება; პირადობის მოწმობა ან პასპორტი, ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი ან ასისტენტ პროფესორი) შესახებ.

კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2019 წლის 18 თებერვალს და დასრულდება  2019 წლის 27 თებერვალს. რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე,  1100  საათიდან   1600 საათამდე.

მის. ვაჟა-ფშაველას  გამზ.,33ა ,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული, ოთახი  207.   ტელ. 2 542443