სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

2018 წლის 29 სექტემბერს 15:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში  საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანრლის, პროფესორი მანანა ივერიელის ორგანიზებით საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია, პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა და ოდონტოლოგიის დეპარტამენტი, ასევე კომპანია „ალპენ ფარმას“ წარმომადგენლობა საქართველოში გამართავს სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას თემაზე: „სიახლეები პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა კლასიფიკაციასა, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში“.