საქართველოს ბანკის სტიპენდია - სწავლების დაფინანსება თსსუ-ის სტუდენტებისთვის

საქართველოს ბანკის სტიპენდია - სწავლების დაფინანსება თსსუ-ის სტუდენტებისთვის

საქართველოს ბანკი ქმნის განათლების შესაძლებლობებს და მოტივირებულ, ლიდერული თვისებების მქონე ახალგაზრდებს ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს. სწორედ ამ მხარდაჭერის ფარგლებში სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება საქართველოს ბანკისგან.

თსსუ-სა და საქართველოს ბანკს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს მაღალრეიტინგული სტუდენტებისთვის სწავლების დაფინანსებას. თანხა გადანაწილდება ყველა ქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე თანაბრად და სწავლება დაუფინანსდება თსსუ-ის იმ სტუდენტს, რომელსაც აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი (GPA) და ამასთანავე, არ აქვს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო და/ან სოციალური გრანტი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატს.