ერთად დავამარცხოთ ძუძუს კიბო -

ერთად დავამარცხოთ ძუძუს კიბო -

ოქტომბერი  ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვედ არის აღიარებული და “ვარდისფერ ოქტომბრად” იწოდება.  ვარდისფერი ბაფთა კი ამ კამპანიის მნიშვნელოვანი  ნაწილია. 

ოქტომბრის  თვეში ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით არაერთი კამპანია ეწყობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც.  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიც  ყოველწლიურად უერთდება აღნიშნულ აქცია.

“ვარდისფერი ოქტომბრის” კამპანიის ფარგლებში 2018 წლის 15 ოქტომბერს,12:00 სთ-ზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის თეატრალურ დარბაზში  გაიმართება ღონისძიება სახელწოდებით - “ერთად დავამარცხოთ ძუძუს კიბო”.  

საჯარო ლექციას  “ძუძუს ონკოპლასტიკური ქირურგია - თანამედროვე მიღწევების”  შესახებ  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე წაიკითხავს. ლექციის შემდგომ გაიმართება დისკუსია.

ღონისძიების  მთავარი მიზანია, გაზარდოს ცნობადობა ძუძუს კიბოს რისკების შესახებ, გაავრცელოს ინფორმაცია რეგულარული თვითშემოწმებისა და კიბოს სკრინინგის აუცილებლობაზე.