სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს სხდომის  დღის წესრიგი

სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომის დღის წესრიგი

სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის

აკადემიური საბჭოს სხდომის

დღის წესრიგი

18 იანვარი 2018 წელი
16:00 საათი

1. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტის მიღწევების შეფასების წესში შესატანი ცვლილების შესახებ (მომხს. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი ირინე კვაჭაძე). 

2. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა აზრის კვლევის შედეგები დეპარტამენტების მუშაობასთან დაკავშირებით  (მედიცინის ფაკულტეტი, V-X სემესტრები; მომხს. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი ირინე კვაჭაძე). 

3. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის დებულების პროექტის განხილვა (მომხს. - მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი დავით თოფურია). 

4. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის ბეჭდის, შტამპის და სატიტულო ფურცლის განხილვა (მომხს. - მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი დავით თოფურია). 

5. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანების, საგამოცდო ცენტრის დირექტორის და ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსის ინფორმაცია 2019 წლის 12-20 იანვარს გრიპის საწინააღმდეგოდ გატარებული პრევენციული ღონისძიებების, სასწავლო პროცესისა და გამოცდების მიმდინარეობის შესახებ (მომხს. - ფაკულტეტების დეკანები, საგამოცდო ცენტრის დირექტორი, ინფრასტუქტურის დეპარტამენტის უფროსი). 20 წთ.

6. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის აფილირების წესში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. - იურიდიული სამსახურის უფროსი მზია დუნდუა). 

7. სადოქტორო კვლევის პროგრამის „ინსულინმსგავსი ზრდის–1 ფაქტორის და ინსულინის როლი კოლორექტული კიბოს განვითარებაში“   დამტკიცების შესახებ (მომხს. - სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურის უფროსი ნინო ვეფხვაძე).

სხვადასხვა: