სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის  დღის წესრიგი

სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის დღის წესრიგი

სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის

წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის

დღის წესრიგი

                                                                                                                      25 ივნისი 2019 წელი

17:00 სთ

1. სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკისათვის სხვადასხვა ინვენტარისა და აპარატურის შეძენის მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ (მომხს. - პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, პროფესორი ლევან რატიანი).

2. სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  2019 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. - ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი ნინა მარიამიძე).

3. სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოსამზადებელი ცენტრის ახალი ხარჯთაღრიცხვების დამტკიცების შესახებ 2019-2020 სასწავლო წლისათვის (მომხს. - ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი ნინა მარიამიძე).

4. სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბალანსზე  რიცხული (საბიუჯეტო სახსრებით შეძენილი) ამორტიზირებული და ექსპლუატაციისთვის გამოუსადეგარი  ძირითადი აქტივების, მცირეფასიანი ინვენტარისა და  მარაგების  ჩამოწერის, ასევე  უნივერსიტეტის ბალანსზე  რიცხული  (საბიუჯეტო სახსრებით შეძენილი) 16 600 კგ ჯართის  (საბალანსო ღირებულებით - 8075 ლარი), „სსიპ-საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოზე“ განსაკარგავად გადაცემის შესახებ (მომხს. - ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი ნინა მარიამიძე).

5. სახელმძღვანელოს "სამედიცინო რადიოლოგია" ნაწილი II-ის გამოცემის თაობაზე (მომხს. - ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი ნინა მარიამიძე).

6. სადოქტორო კვლევის პროგრამის „პარანეოპლასტიკური დერმატოზები: ეპიდემიოლოგიის, კლინიკის და დიაგნოსტიკის  თავისებურებანი“ ხარჯთაღრიცხვის დამტკიცება (მომხს. - სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურის უფროსი, პროფესორი ნინო ვეფხვაძე).

7. სადოქტორო კვლევის პროგრამის „უროტენზინ II – ის რეცეპტორების ანტაგონისტის – პალოსურანის ეფექტურობა ექსპერიმენტული არტერიული ჰიპერტენზიის დროს“ ხარჯთაღრიცხვის დამტკიცება (მომხს. - სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურის უფროსი, პროფესორი ნინო ვეფხვაძე).

8. სუბსპეციალობის პროგრამის “ფიბროენდოსკოპია” ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ (მომხს. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის უწყვეტი პროფესიული განათლების სამსახურის უფროსი აკაკი ბარკალაია).

9. უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის „ჯანმრთელი დროული ახალშობილის მოვლა სამშობიარო სახლში“ ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ (მომხს. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის უწყვეტი პროფესიული განათლების სამსახურის უფროსი აკაკი ბარკალაია).

10. უწყვეტი სამედიცინო განათლების მოკლევადიანი პროგრამების ხარჯთაღრიცხვების დამტკიცების სესახებ (მომხს. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის უწყვეტი პროფესიული განათლების სამსახურის უფროსი აკაკი ბარკალაია).

11. ონლაინ სასწავლო კურსის „რეპროდუქციული ჯანრმთელობა და უფლებები, აივ/შიდსი და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები“ ხარჯთაღრიცხვის შესახებ (მომხს. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის უწყვეტი პროფესიული განათლების სამსახურის უფროსი აკაკი ბარკალაია).

სხვადასხვა: