ვორქშოფი- ხელოვნური ინტელექტის (Face2Gene) გამოყენება იშვიათი დაავადების დიაგნოსტირებაში

ვორქშოფი- ხელოვნური ინტელექტის (Face2Gene) გამოყენება იშვიათი დაავადების დიაგნოსტირებაში

2018 წლის 25 სექტემბერს, 13:00 თსსუ-ის (ადმინისტრაციული კორპუსის სადისერტაციო  დარბაზში) მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება ვორქშოფი: ხელოვნური ინტელექტის (Face2Gene) გამოყენება იშვიათი დაავადების დიაგნოსტირებაში. ვორქშოფის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ და პრაქტიკულად გამოიყენონ Face2Gene პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ხდება პაციენტის ფოტოსურათების და კლინიკური ინფორმაციის პორტალში შეყვანა. აღნიშნული პროგრამა ალგორითმების მეშვეობით ახდენს ინფორმაციის ანალიზს და გამოაქვს სავარაუდო დიფერენციალური დიაგნოზი. პროგრამა წარმოადგენს დამხმარე საშუალებას მოვახდინოთ დიზმორფული ნიშნების მქონე პაციენტების დიაგნოსტირება ფენოტიპური ინფორმაციის გამოყენებით.

ვორქშოფის განმავლობაში პროგრამის პრაქტიკული მოხმარებისთვის, დაინტერესებული პირები წინასწარ უნდა  დარეგისტრირდნენ Face2Gene პროგრამაში: www.face2gene.com. მიჰყევით ინსტრუქციას და განყოფილებაში ‘event code’ ჩაწერეთ სიტყვა ‘BACH’, რომლის მიხედვითაც პროგრამულ სისტემას ეცოდინება, რომ თქვენ ხართ აღნიშნული ვორქშოფის მონაწილე და მოგეცემათ წვდომა პორტალზე. 

Face2Gene პროგრამაში რეგისტრაცია შეიძლება უმაღლესი სასწავლების სტუდენტებისა და ექიმებისათვის. სკოლის მოსწავლეებისთვის.