თსსუ -ის კულტურის ცენტრთან არსებული ტრადიციული მუსიკის  გოგონათა ანსამბლი „დეკა“

თსსუ -ის კულტურის ცენტრთან არსებული ტრადიციული მუსიკის გოგონათა ანსამბლი „დეკა“

2011 წლის ოქტომბერში, თსსუ -ის კულტურის ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლის ხალხურ საკრავთა ჯგუფის ხელმძღვანელის, ბატონ დავით რატიანის ინიციატივით, თსსუ-ის კულტურის ცენტრში დაარსდა,   ტრადიციული მუსიკის გოგონათა ანსამბლი „დეკა“.
ანსამბლში გაერთიანდნენ ის გოგონები, რომლებსაც ძალიან უყვართ ხალხური სიმღერა, მუსიკა და ხალხური საკრავები.
ისინი, დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით სწავლობენ დაკვრას სალამურზე, ფანდურზე, ბანის ფანდურზე, ჩანგზე, დიპლიპიტოზე და სხვა ხალხურ საკრავებზე.
ანსამბლი „დეკა“ მაყურებლის წინაშე პირველად წარსდგა 2011 წლის 21 ნოემბერს, თსსუ -ის სააქტო დარბაზში. გოგონათა გამოსვლამ მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
ანსამბლის რეპერტუარი კიდევ უფრო გაალამაზა ხალხურ საკრავებთან ერთად შესრულებულმა ხალხურმა სიმღერებმა.
გოგონებისა და ხელმძღვანელის მონდომებამ თავისი შედეგი გამოიღო და ანსამბლ „დეკა“-ს ხშირად იწვევენ კონცერტებზე, როგორც თსსუ - ში, ასევე ჩვენი დედაქალაქის სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად: ფესტივალი „არტგენი“, ვაჟა-ფშაველას საიუბილეო საღამოზე, I  რადიოს ეთერში, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, სტუდენტურ დღეებზე, საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ საქველმოქმედო ღონისძიებებში.
ანსამბლის წევრებს, თსსუ - ის სტუდენტებს, თსსუ - ის ხელმძღვანელობამ შეუძინა  უნიკალური რეკვიზიტი და  კოსტუმები რაც კიდევ უფრო დაამშვენებს მომავალში ანსამბლის გამოსვლებს.
ანსამბლში, პედაგოგად ასევე მოღვაწეობდა, ეროვნული და საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი, ანსამბლ „კელაპტარი“-ს წევრი თამარ რატიანი.
ამჟამად, ანსამბლს სათავეში უდგას,  თსსუ-ის  -ის კულტურის ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლის ლოტბარი, კვინტეტ „ურმული”- ს წევრი დავით რატიანი.