თსსუ -ის კულტურის ცენტრთან არსებული კლასიკურის მუსიკის ჯგუფი

თსსუ -ის კულტურის ცენტრთან არსებული კლასიკურის მუსიკის ჯგუფი

2011 წლის იანვარში, თსსუ - ის სტუდენტთა და სპორტისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის მოადგილის ინიციატივით,  ცენტრში შეიქმნა კლასიკური მუსიკის ჯგუფი.  

ამ ჯგუფის შექმნით, ძალიან დაინტერესებული იყვნენ ის სტუდენტები, რომლებსაც სკოლაში სწავლის პერიოდში, მიღებული ჰქონდათ მუსიკალური განათლება. მათ დიდი სურვილი გამოთქვეს, თსსუ -ის კლუტურის ცენტრში, გაეგრძელებინათ კლასიკური მუსიკის შესწავლა რაც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მიერ იქნა გათვალისწინებული და ცენტრის დირექტორის მიერ, ჯგუფის ხელმძღვანელად,  მოწვეული იქნა თბილისის ივ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის კურსდამთავრებული,  პიანისტი, ბატონი გოდერძი ჩიტაიშვილი.

სულ ცოტა ხანში, კლასიკურმა ჯგუფმა, მონაწილეობა მიიღო თსსუ -ის სპორტისა და ხელოვნების ცენტრის  ღონისძიებებში. უნდა აღინიშნოს, რომ კონცერტებში, გარდა საფორტეპიანო ნაწარმოებებისა, აჟღერდა ნაწარმოებები ფლეიტისათვის, ჩელოსთვის, ვიოლინოსთვის და  ვოკალისთვის. 

2013 წლის 28 სექტემბერს, ქ. ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მიწვევით, თსსუ -ის კლასიუკური მუსიკის ჯგუფის წევრებმა, ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში, გამართეს დაუვუწყარი კონცერტი, რასაც მუსიკალური საზოგადოების დიდი მოწონება ხვდა წილად. 

კლასიკური მუსიკის ჯგუფის ხელმძღვანელისა და წევრთა უდაოდ დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს, 2014 წლის 30 იანვარს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გამართული კონცერტი. ჩვენი სტუდენტები, მომავალი ექიმები, ღირსეული პროგრამით წარსდგნენ მსმენელთა წინაშე და ფრიად დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს მათზე. 

კონცერტზე შესრულებული იყო პროკოფიევის, რახმანინოვის, ალბინონის, მასნეს, შოპენის, ვივალდის, სენ-სანის, ბახის, ლაღიძის, აზარაშვილის და სხვა კლასიკოსი მუსიკოსების ნაწარმოებები.   

ამჟამად კლასიკური მუსიკის ჯგუფში მომზადებას განაგრძობენ სტუდენტთა ახალი თაობის წარმომადგენლები, რომლებიც   გეგმავენ  წარმატების მიღწევას, როგორც სამედიცინო სფეროში ასევე კლასიკური მუსიკის შესწავლაში.