საქველმოქმედო აქცია ჭიათურაში

საქველმოქმედო აქცია ჭიათურაში

20 ოქტომბერს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიწვევით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის წამყვანმა პროფესორებმა და ექიმებმა  ჭიათურის ჯეო-ჰოსპიტალსის ამბულატორიულ ცენტრში ბავშვებს უფასო პროფილაქტიკური გასინჯვები და ექოსკოპიური გამოკვლევები ჩაუტარეს.

აქციის ფარგლებში, ჭიათურას ეწვივნენ  შემდეგი სპეციალისტები :

ზურაბ ვადაჭკორია-თსსუ რექტორი, თსსუ-ის გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ყბა-სახის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი

ლია ძიძიგური- თსსუ-ის გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის გენერალური დირექტორი, ანესთეზიოლოგი, ასოცირებული პროფესორი

ნინო ხვედელიძე-ყბა-სახის ქირურგი

თინათინ კუტუბიძე პედიატრი, რევმატოლოგი, ასოცირებული პროფესორი

ნანა კაპანაძე-ნევროლოგი

ფიქრია ლურსმანაშვილი-პედიატრი. სასწრაფო-გადაუდებელი სამსახურისა და ამბულატორიის უფროსი

რომეო ვარდიაშვილი-ექიმი ტრავმატოლოგი

ნინელი ჩხაიძე-ექიმი რადიოლოგი

მანანა კობახიძე-ალერგოლოგი, პროფესორი

ირინე კეკელიძე-ოტორინოლარინგოლოგი, ასისტენტ-პროფესორი

მანანა კიკოლაშვილი-ოფთალმოლოგი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში

შალვა წინწკალაძე-ექიმი-რადიოლოგი

მარიამ ფხალაძე-ექიმი ენდოკრინოლოგი

ეკატერინე გირგვლიანი-ექიმი-ენდროკრინოლოგი

გულკა გოგბერაშვილი-პედიატრი

ვლადიმერ თალაკვაძე- ქირურგი

ნიკოლოზ ბუაძე- ბავშვთა ქირურგი

ეკატერინე ნახუცრიშვილი-რევმატოლოგი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლიკა ჭუმბურიძემ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ექიმებს მადლობა გადაუხადა და მსგავსი აქციების ჩატარების მხარდასაჭერად მზადყოფნა გამოთქვა.


იხილეთი ვიდეო