თსსუ-ში იშვიათი დაავადებების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

თსსუ-ში იშვიათი დაავადებების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

28 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა იშვიათი დაავადებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება.

კონფერენციაზე განიხილეს იშვიათ დაავადებებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები,  დიაგნოსტირების და  მკურნალობის  შესაძლებლობები, ამ მიმართულებით არსებული სამეცნიერო პროექტები და კლინიკური კვლევები. კონფერენციის დასასრულს გამოვლინდა ესეების კონკურსის -„ბიომარკერები იშვიათი დაავადებების დიაგნოზირებაში“ გამარჯვებული სტუდენტი, რომელიც თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის მეცხრე  სემესტრის სტუდენტი ანა მიქაბერიძე გახდა. კონკურსის გამარჯვებულს  კომპანია ,,CENTOGENE“-მა გადასცა საგზური და სრულად დაუფინანსა ვიზიტი ბოგოტაში (კოლუმბია), სადაც 2019 წლის 20-22 ივნისს  იშვიათი დაავადებების საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება.

იხილეთ ანა მიქაბერიძის ესე.