ევროპის იმუნიზაციის კვირეული

ევროპის იმუნიზაციის კვირეული

2019 წლის 19 აპრილს, ევროპის იმუნიზაციის კვირეულთან დაკავშირებით,  თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის  ეგიდით, მოეწყო შეხვედრა აუტოიმუნური დაავადებების შესახებ. ლექციას წარუძღვა მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი. მან ისაუბრა ისეთ აქტუალურ თემაზე, როგორიცაა ვაქცინაცია.

"საკითხის აქტუალობა განაპირობა, სიტუაციამ რაც დღესდღეობით ამ მიმართულებით არის ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში. ამჟამად, საქმე შეეხება წითელასა და წითურას ვაქცინაციას, ვინაიდან წელს აღნიშნული დაავადებების საკმაოდ ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა და ერთადერთი ხერხი, რითაც ჩვენ შეგვიძლია ეს შევაჩეროთ, არის ვაქცინაცია. " აღნიშნა პროფესორმა.

ლექციის შემდეგ, კლუბ მედისინემას მხარდაჭერით, მოეწყო კინოჩვენება "Brain on fire" , რომელიც დაფუძნებულია სუზანა კოჰელანის  რეალურ ამბავზე და იმ "მაგიურ დაავადებაზე", რომელსაც კოჰელანი ებრძოდა.