2018 წლის 7 დეკემბერს, ფარმაცევტული კომპანია „გეფა“-ს წარმომადგენლობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა.
კომპანიის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას სასწავლო პროცესზე მორგებული, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა შესთავაზა, რასაც სტუდენტების მხრიდან დიდი დაინტერესება მოყვა.
შეხვედრის დასასრულს, კომპანია „გეფა“-ს წარმომადგენლებმა ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სტაჟირება და დღემდე დასაქმებულები არიან აღნიშნულ კომპანიაში, დააჯილდოვეს კომპანიის სახელობითი სტიპენდიით და გადასცეს სერტიფიკატები.