თსსუ-ის აკადემიური საბჭოს წევრები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები  IV  სასწავლო კორპუსს ეწვივნენ

თსსუ-ის აკადემიური საბჭოს წევრები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები IV სასწავლო კორპუსს ეწვივნენ

2019 წლის 26 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა,  პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, ვიცე-რექტორებმა : პროფესორმა, ხათუნა თოდაძემ, ასოცირებულმა პროფესორმა, ირაკლი კოხრეიძემ,  აკადემიური საბჭოს წევრებმა, ფაკულტეტის დეკანებმა  და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს მეოთხე სასწავლო კორპუსში განთავსებული:  პათოლოგიური ანატომიის, მოლეკულური პათოლოგიის, ციტოპათოლოგიის , ფარმაცევტული და ტოქსიკოლოგიური ქიმიის, ფარმაცევტული ტექნოლოგიის, სოციალური და კლინიკური ფარმაციის, ფარმაკოგნოზიისა და ფარმაცევტული ბოტანიკის დეპარტამენტები, ასევე სამეცნიერო კვლევითი და პრაქტიკული უნარ–ჩვევების ლაბორატორია.  

დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა: პროფესორმა გიორგი ბურკაძემ, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, სამეცნიერო კვლევითი და პრაქტიკული უნარ–ჩვევების ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ასოცირებულმა პროფესორმა ლაშა მსხილაძემ ისაუბრეს დეპარტამენტების  მატერიალურ–ტექნიკური ბაზისა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობის, სამეცნიერო–კვლევითი და პრაქტიკული საქმიანობის შესახებ.