შეხვედრა ,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2018“-ის ორგანიზებაში მონაწილე  სტუდენტებთან

შეხვედრა ,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2018“-ის ორგანიზებაში მონაწილე სტუდენტებთან

2018 წლის 8 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  ,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2018“-ის ორგანიზებაში მონაწილე  სტუდენტებთან  შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: თსსუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე, თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების დირექტორი, ასოცირებული  პროფესორი ლუიზა გაბუნია და  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი თეა ტარიელაშვილი. მათ სტუდენტებს სამახსოვრო საჩუქრები და სერტიფიკატები გადასცეს და მადლობა გამოუცხადეს თანამშრომლობისა და გაწეული დახმარებისთვის.

 თსსუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ხათუნა თოდაძემ, აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი ყოველთვის აქტიურად არის ჩართული ფესტივალის მიმდინარეობაში და ყოველწლიურად ღონისძიებები უფრო მასშტაბური  და მრავალფეროვანი ხდება.  

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2015 წლიდან  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ინიციატივით იმართება. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ფესტივალის  ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა 16 ღონისძიება წარადგინა, მათ შორის, სამეცნიერო და შემეცნებითი ღონისძიებები, გამოფენები, საჯარო ლექციები, კონფერენციები, ტრენინგები, მასტერკლასები, ღია კარის დღეები და სხვა.