შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აქცია/ღონისძიება ჩატარდა

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აქცია/ღონისძიება ჩატარდა

1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. თარიღი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით 1988 წლიდან  აღინიშნება. მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ექიმებისა და მეცნიერების დაუღალავი შრომისა აივ ინფექცია კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სოციალურ, ეკონომიკურ და სამედიცინო გამოწვევად.  საქართველო 26-ე წელია უერთდება  თარიღის აღნიშვნას. 

კამპანიის მიზანია საზოგადოებაში ინფორმირებულობის დონის ამაღლება დაავადების გავრცელების გზების, პრევენციული ღონისძიებების და  მკურნალობის მეთოდების შესახებ.

2018 წლის 29 თებერვალს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის ,,თანადგომა“ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით, თსსუ-ის ეზოში ჩატარდა აქცია/ღონისძიება, რომლის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებს ჩაუტარდათ აივ ინფექციაზე პირველადი ტესტირება და მიეწოდათ დაავადებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია.