თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტის წარმატება სინგაპურში

თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტის წარმატება სინგაპურში

თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტი, კონსტანტინე მიმინოშვილი სინგაპურის გენომის ინტიტუტში სტაჟირების კურსის გასავლელად იმყოფებოდა. 3 თვის განმავლობაში იგი მკვლევარის ასისტენტის თანამდებობაზე მეცნიერ სეი ლი კონგის უშუალო დაქვემდებარებისა და მეთვალყურეობის ქვეშ ტრანსლაციური კვლევის ჯგუფის წევრად მუშაობდა. კონსტანტინე მიმინოშვილმა ამ პერიოდის განმავლობაში შეისწავლა მოლეკულური ბიოლოგიის სველი ლაბორატორიული ტექნიკა და მშრალი ლაბორატორიულ მონაცემთა ანალიზი (დამუშავება). მიიღო მონაწილეობა იმუნოთერაპიისათვის საჭირო სადიაგნოსტიკო პანელის შექმნაში, B-ჰეპატიტის მქონე ღვიძლის კიბოთი დაავადებულ პაციენტებში. შეისწავლა და დამოუკიდებლად ასრულებდა რაოდენობრივი PCR-სა და პირო-სეკვენირების ექსპერიმენტებს.

თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის მეათე სემესტრის სტუდენტმა ISO-ს სერთიფიცირებულ მოლეკულურ ლაბორატორიაში მუშაობის დიდი გამოცდილება მიიღო.

კონსტანტინე აქტიურად მონაწილეობდა ყოველკვირეულ სემინარებშიც. სინგაპურში ყოფნის დროს გააკეთა მოხსენება ფაგოთერაპიის შესახებ, ასევე, გახდა თანაავატორი აბსტრაქტისა დიაგნოსტიკური ანალიზის შემუშავების მიზნით B ჰეპატიტთან დაკავშირებული ღვიძლის კიბოს მქონე პაციენტების იმუნო-თერაპიისთვის. („Developing Companion Diagnostic Assay to Determine the Effectiveness of Adoptive T Cell Therapy for Hepatitis B Liver Cancer Patients“). ნაშრომი პოსტერის სახით 6-9 მაისს წარადგენილი იყო „ევროპის მოლეკულური დიაგნოსტიკის საერთაშორისო კონფერენციაზე“ ლისაბონში.

კონსტანტინე მიმინოშვილმა სინგაპურში მკვლევართა ჯგუფთან გუნდური პრინციპით მუშაობის დიდი გამოცდილება მიიღო. თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტი უკვე საქართველოში იმყოფება და მიღებული გამოცდილების გაზიარებას უკვე თანატოლებთან გეგმავს. 

განსაკუთრებული მადლობა ალექსადნრე ლეჟავას და საი ლი კონგს.