თბილისის სახლემწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი საქმიანი ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა

თბილისის სახლემწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი საქმიანი ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა

18 - 22 ივლისს თბილისის სახლემწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ფარმაკოგნოზიისა და ბოტანიკის მიმართულების, ფარმაკოგნოზიის  დეპარტამენტის  ასოც. პროფესორი ლაშა მსხილაძე  ოფიციალური მიწვევით  საფრანგეთში, ექს-მარსელის უნივერსიტეტში (ქალაქი მარსელი) იმყოფებოდა. 

საქმიანი ვიზიტის დროს ასოც. პროფესორი შეხვდა ექს-მარსელის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორებს,  ფარმაციის და მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლებს, საუნივერსიტეტო კლინიკების და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს, ფარმაკოგნოზიის ლაბორატორიის ხელმძღვანელს.

შეხვედრების დროს მხარეებმა შეაჯერეს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი, განიხილეს უნივერსიტეტებში მიმდინარე სასწავლო პროგრამები და სამეცნიერო მიმართულებები,  ისაუბრეს საქართველოში აკრედიტირებულ საფრანგეთის საელჩოს კულტურული თანამშრომლობის მხარდამჭერ სტიპენდიებზე სტუდენტების და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროექტების განსახორციელებლად.

თანამშრომლობის უფრო მეტად გაღრმავების მიზნით, უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა გამოხატეს მზაობა  გამოიყენონ Erasmus + საერთაშორისო პროგრამა და 2019 წლისთვის ორგანიზება გაუწიონ  ერთობლივ საკონკურსო პროექტს.

„მადლიერებით მინდა აღვნიშნო ფრანგი კოლეგების გულთბილი მიღება და  თანამშრომლობა უნივერსიტეტებს შორის ინტერნაციონალიზაციის კუთხით.მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს თანადგომისათვის და მხარდეჭერისათვის“ აღნიშნავს ასოც. პროფესორი ლაშა მსხალაძე.