რიგით მე-4 სამეცნიერო-პრაქტიკული  კონფერენცია ენდოდონტიაში

რიგით მე-4 სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ენდოდონტიაში


2019 წლის 2 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციისა და კომპანია New Line Dental-ის ორგანიზებით გაიმართა  სტომატოლოგთა რიგით  მე-4 სამეცნიერო-პრაქტიკული  კონფერენცია ენდოდონტიაში:  "რეციპროკაციის ფილოსოფია და ახალი რეციპროკული სისტემის - R-Pilot-ის შესაძლებლობები და ეფექტურობა, პირველადი და განმეორებითი ენდოდონტია, არხთა ობტურაცია".

კონფერენცია ოფიციალურად გახსნა და სტუმრებს მიესალმა ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა მამალაძე, რომელმაც კონფერენციის მნიშვნელობაზე და ოდონტოლოგიაში მიმდინარე სიახლეებზე ისაუბრა. 

ღონისძიების ფარგლებში ამერიკის და ევროპის ენდოდონტიის ასოციაციის წევრმა, ფერარას უნივერსიტეტის ენდოდონტიის დეპარტამენტის პროფესორმა, დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე ექიმმა და კომპანია VDW-ს სპიკერმა,  ენრიკო კასაიმ (იტალია) წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე - „სიახლეები მარტივი და პროგნოზირებადი ენდოდონტიისთვის“. პროფესორ  კასაის ხედვა ოდონტოლოგიის ამ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებაში ემთხვევა სტომატოლოგიაში იტალიური სკოლის Stile Italiano-ს კონცეფციას.

კონფერენციას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის  სტუდენტები, რეზიდენტები, აკადემიური პერსონალი და ამ დარგში მოღვაწე სხვადასხვა კლინიკების წარმომადგენლები.

ღონისძიება აუდიტორიის მაღალი ჩართულობითა და  დიდი ინტერესით გამოირჩეოდა. კონფერენციის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

ინტერსპრესნიუსი ღონისძიების შესახებ