თსსუ-ის წარმომადგენლები ბუნებრივი შენაერთების ავსტრიის რიგით მეორე სამიტზე -„PHYTOValley“

თსსუ-ის წარმომადგენლები ბუნებრივი შენაერთების ავსტრიის რიგით მეორე სამიტზე -„PHYTOValley“

2019 წლის 12 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით, თსსუ-ის  ფარმაკოგნოზიის  დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ფარმაციის ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი ლაშა მსხილაძე, ინსბრუკის უნივერსიტეტის   პროფესორ გიუნტერ ბონის მიწვევით დაესწრო  ბუნებრივი შენაერთების ავსტრიის რიგით მეორე სამიტს- „PHYTOValley“. 

პროფესორ ბონის ინიცირებითა და ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტის სრული დააფინანსებითა და მხარდაჭერით  ავსტრიის მეორე სამიტზე მიიწვეული იყო თსსუ-ის  სამაგისტრო პროგრამის „ფარმაცევტული ანალიზის“ ორი სტუდენტი - სალომე ასანიძე და მეგი ხარიბეგაშვილი, სადაც მათ წარმოადგინეს კვლევითი ნაშრომები პოსტერულ ფორმატში.

კონფერენცია ორგანიზებული გახლდათ ავსტრიის ბუნებრივი ნაერთების სკრინინგის   ინსტიტუტის (ADSI) მიერ, რომელიც მოიცავდა შემდეგ თემებს - ფიტოფარმაცია, ფიტოკოსმეტიკა, ახალი ინოვაციური ფიტოპროდუქტების კვლევა, გამოვლენა და განვითარება.

თსსუ-ის სამეცნიერო-კვლევითი სფეროებისა და აქტივობის გასაცნობად ქართულმა მხარემ გამართა შეხვედრები ავსტრიის სამეცნიერო ჯგუფებთან  რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია უცხოელ კოლეგებში. 

თსსუ-ის წარმომადგენლები  განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნავენ ინსბრუკის უნივერსიტეტის პროფესორ გიუნტერ ბონის და ინსბრუკში  მოღვაწე ქართველი ექიმის ირმა კვიცარიძის გულთბილ მიღებასა და მხარდაჭერას  უნივერსიტეტების  ინტერნაციონალიზაციის  საქმეში.