თსსუ-ის სპორტსმენების წარმატებები უნივერსიადაზე

თსსუ-ის სპორტსმენების წარმატებები უნივერსიადაზე

2018 წლის დეკემბერს  საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციისა  და  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და  სპორტის სამინისტროს ორგანიზებით  ჩატარდა ,,უნივერსიადა - 2018’’. 

ღონისძიებაზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ტრადიციულად წარმატებით იასპარეზეს. თსსუ-ის წარმომადგენლებმა - ხუთი ოქროს, შვიდი ვერცხლის  და ექვსი ბრინჯაოს  მედალი მოიპოვეს, შესაბამისად შედეგების მიხედვით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა 45 აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლს შორის მესამე საპატიო ადგილი მოიპოვა.