2018 წლის დეკემბერს საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა ,,უნივერსიადა - 2018’’.
ღონისძიებაზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ტრადიციულად წარმატებით იასპარეზეს. თსსუ-ის წარმომადგენლებმა - ხუთი ოქროს, შვიდი ვერცხლის და ექვსი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, შესაბამისად შედეგების მიხედვით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა 45 აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლს შორის მესამე საპატიო ადგილი მოიპოვა.