თსსუ-ის წარმომადგენლები ევროპის ბავშვთა პედიატრიულ კოლორექტალურ კონგრესზე

თსსუ-ის წარმომადგენლები ევროპის ბავშვთა პედიატრიულ კოლორექტალურ კონგრესზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის  ქირურგები: ნიკოლოზ ბუაძე და ზურაბ ძიძავა 2018 წლის 6-8 დეკემბერს მივლინებით იმყოფებოდნენ ევროპის ბავშვთა პედიატრიულ კოლორექტალურ რიგით მე-11 კონგრესზე, ქალაქ ნაიმეგენში (ჰოლანდია).
ღონისძიებაზე განხილეს ანორექტალური მალფორმაციების და ჰიშპრუნგის დაავადების მკურნალობის თანამედროვე ასპექტები.
ნიკოლოზ ბუაძემ და ზურაბ ძიძავამ ასევე მონაწილეობა მიიღეს ტრენინგში (Hands-on Workshop), რომელიც შეეხებოდა ანალური ატრეზიის და ჰიშპრუნგის დაავადების ოპერაციულ ტექნიკას.