თსსუ-ის დელეგაციის ვიზიტი შრი-ლანკაში

თსსუ-ის დელეგაციის ვიზიტი შრი-ლანკაში

   2019  წლის 2 იანვრიდან 11 იანვრის ჩათვლით,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პარტნიორი სტუდენტთა მომზიდავი კომპანიის ICAM  მიწვევით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი,  პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის კოორდინატორი არჩილ უნდილაშვილი და მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანი პროფესორი დავით თოფურია მივლინებით იმყოფებოდნენ შრი–ლანკაში.  

ვიზიტის ფარგლებში თსსუ-ის დელეგაცია შეხვდა  აბიტურიენტებს, მათ მშობლებს და თსსუ–ის შრი–ლანკელ კურსდამთავრებულებს, რომლებიც წარმატებით ეწევიან საექიმო საქმიანობას  სახელმწიფო კლინიკებში. შეხვედრები  სემინარების სახით,  ინტერაქტიულ ფორმატში მიმდინარეობდა. ქართულმა მხარემ დამსწრეებს დეტალურად გააცნეს თსსუ – ის მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის და დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სასწავლო გეგმა. 

მივლინების ფარგლებში, განხორციელდა ვიზიტი კოლომბოს საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც კლინიკის ხელმძღვანელთან და კოლომბოს უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანთან თსსუ-ის დელეგაცია  გაეცნო სასწავლო პროცესს.