აშშ-ში მოღვაწე ექიმის, ზურაბ გურულის ვიზიტი თსსუ-ში

აშშ-ში მოღვაწე ექიმის, ზურაბ გურულის ვიზიტი თსსუ-ში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის მოწვევით, ამერიკაში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა ექიმმა, პროფესორმა ზურაბ გურულმა სტუდენტებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა.  

ქართველი ანესთეზიოლოგის პრაქტიკული ლექცია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, 26-27 ივნისს, ამერიკული პროგრამის 50-მდე სტუდენტს ჩაუტარდა. ტრენინგის ფორმატი მოიცავდა სასუნთქი გზების სირთულის შეფასებას, ლარინგოსკოპიის სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებას, ინტუბირების სირთულის ბაზისურ შეფასებას და სხვა.    გარდა პრაქტიკული კომპონენტისა, ტრენინგი მდიდარი იყო თეორიული გარჩევებითა და დისკუსიით საინტერესო შემთხვევების შესახებ.

ზურაბ გურული ამჟამად „მონტგომერის სამედიცინო ცენტრის” ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური ქირურგიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. მან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 1992 წელს დაამთავრა, რის შემდეგაც რეზიდენტურა ტულანის უნივერსიტეტში განაგრძო. მისი კლინიკური პრაქტიკა ამერიკის შეერთებულ შტატებში 20 წელზე მეტს ითვლის. 

თსსუ-ის ამერიკული პროგრამა მადლობას უხდის ბატონ ზურაბ გურულს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის!