საინფორმაციო აქცია წითელას ვირუსის პრევენციის მიზნით თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში

საინფორმაციო აქცია წითელას ვირუსის პრევენციის მიზნით თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში

2019 წლის 25 იანვარს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით, თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მწვავე ვირუსული დაავადების – წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით ჩატარდა საინფორმაციო კამპანია, რომელიც მოიცავდა ვირუსის შესახებ მოსახლეობის ცნობადობის დონის ამაღლებას, სწორი ჩვევების დანერგვასა და პრევენციული ღონისძიებების წახალისებას.

ღონისძიების ფარგლებში მოხდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოხალისე სტუდენტების აცრა  ვირუსზე. ორგანიზატორების განმარტებით საუნივერსიტეტო კლინიკაში საყოველთაო აცრა ყველა მსურველისთვის იქნება უფასო, ხოლო აღნიშნული აქცია უნდა გახდეს  მისაბაძი მაგალითი როგორც სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, ასევე ზოგადად მთელი საზოგადოებისთვის. 

პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი ითვალისიწინებს წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ორჯერად აცრებს 1 და 5 წლის ასაკებში. ნებისმიერმა აუცრელმა და/ან არასრულად აცრილმა პირმა აუცილებლად უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას და ჩაიტაროს ვაქცინაცია!

თსსუ–ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა  მზადყოფნას გამოთქვამს ყველა მსურველს გაუწიოს შესაბამისი დახმარება.

იხილეთ ნიუპოსტის სტატია

იხილეთ ინტერპრესნიუსის სტატია