ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკას ეწვია

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკას ეწვია

,,კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკას“  ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში - როს უილსონი ეწვია. იგი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად კლინიკის გუნდს და მუშაობის სპეციფიკას  გაეცნო. 

როს უილსონს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, თსსუ-ის კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე და ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი, არჩილ უნდილაშვილი შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი,  ქ. ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და  მერის მოადგილე ლელა სურმანიძე.

,,კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა“  ბათუმში 2018 წლის ოქტომბრიდან  კლინიკურ და საგანმანათლებლო საქმიანობას, USAID-ის პროექტის  ფარგლებში ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის და  კორპორაცია „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის“ (PFID-ის) მხარდაჭერით, ახორციელებს. 

იხილეთ tv25 - ს სიუჟეტი