ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის საქველმოქმედო აქცია გაიმართა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის საქველმოქმედო აქცია გაიმართა

2018 წლის 7 ივლისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკასა და ორგანიზაცია “ქართული ოცნება_ჯანმრთელი მომავლის” შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის საქველმოქმედო აქცია მოეწყო. 

აქციის ფარგლებში ჩატარდა მოსახლეობის  უფასო სამედიცინო შემოწმება, ექიმ-სპეციალისტებთან ჯამში განხორციელდა 450-ზე მეტი ვიზიტი,  პაციენტებს საჭიროების შემთხვევაში, დაენიშნათ და ჩაუტარდათ ინსტრუმენტული კვლევები (ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა).

აქციაში მონაწილეობა მიიღეს თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის შემდეგმა მიმართულებებმა:

- თერაპია; 

- კარდიოლოგია; 

- ონკოლოგია; 

- ნევროლოგია; 

- უროლოგია; 

- ენდოკრინოლოგია; 

- ოფთალმოლოგია; 

- ოტორინოლარინგოლოგია; 

- სისხლძარღვთა ქირურგია; 

- ალერგოლოგია; 

- შინაგანი მედიცინა (გასტროენტეროლოგია); 

- გინეკოლოგია; 

- ყბა-სახის ქირურგია; 

- რადიოლოგია.