დასუფთავების აქცია

დასუფთავების აქცია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ორგანიზებით, თსსუ-ის სტუდენტებისა და გივი ჟვანიას სახ. პედიატრიის აკადემიური კლინიკის  ჩართულობით 7 აპრილს თბილისში, დიღმის მასივის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო დასუფთავების აქცია. 

მთავარ მიზანს წარმოადგენს  ბუნების შენარჩუნება ნარჩენების გარეშე  და  ამ მიმართულებით, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. დაბინძურებული გარემო მნიშვნელოვან გავლენას  ახდენს ადამიანის ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე.      

აქციაში ჩართვის მიზნით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი იწვევს  შემდეგ  საგანმანათლებლო დაწესებულებებს: 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2. პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია;

3. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი.