ექოკარდიოგრაფიის ლექციათა კურსი თსსუ-ში

ექოკარდიოგრაფიის ლექციათა კურსი თსსუ-ში

2018 წლის 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით, მედიცინის მეცნიერებათადოქტორმა, კარდიოლოგიისა და შინაგან სნეულებათა სპეციალისტმა, გერმანიის ქალაქ ტუბინგენისსაუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა კარდიოლოგმა,ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების (ESC) ტრანსთორაკალურ (TTE) და ტრანსეზოფაგურ(TTE) ექოკარდიოგრაფიაში 2018 წელს აკრედიტებულმა სპეციალისტმა რეზო ჯორბენაძემ, თბილისისსახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ჩაატარა  ლექციების კურსიექოკარდიოგრაფიაში. 

კურსი უკვემეორე წელია ტარდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, რეზო ჯორბენაემ დამსწრესაზოგადოებას გაუზიარა  საკუთარი ცოდნა და თხუთხმეტწლიანი გამოცდილება ექოკარდიოგრაფიის საფუძვლებზე და სიახლეებზე,წარუდგინა კლასიკური და კაზუისტიკური კარდიოლოგიური ნოზოლოგიების ამსახველიმრავალფეროვანი  ვიდეო-მასალა.

კურსი განკუთვნილიიყო როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი ექოკარდიოგრაფისტების, კარდიოლოგების,ანესთეზიოლოგების, შინაგან სნეულებათა სპეციალისტების, ოჯახის ექიმებისა და  მსმენელთა ფართო წრისათვის.

,,ევროპაშიდა აშშ-ში არსებობს ექოკარდიოგრაფიის მსგავსი კურსები, ამიტომაც   ჩემი იდეა იყო გამეკეთებინა აღნიშნული კურსისაქართველოში, შარშან  ჩატარდა პირველიტრენინგი ექოკარდიოგრაფიაში, რამაც  საზოგადოების  დიდი ინტერესი დაჩართულობა გამოიწვია, შესაბამისად მეც მომეცა მოტივაცია აღნიშნული კურსი იყოს რეგულარული და რაც მთავარიაგანახლებული“. განაცხადა რეზო ჯორბენაძემ.

რეზოჯორბენაძემ  სამი დღის  განმავლობაშიარ დაიშურა საკუთარი ძალისხმევა, ცოდნა და გამოცდილება და წარმოადგინა საინტერესოუახლესი მონაცემები კარდიოლოგიის თითქმის ყველა მიმართულებით. ექოკარდიოგრაფიული  შემთხვევების განხილვისას ბატონმა რეზომწარადგინა  საკუთარი მასალა-ანიმაციები, რომლის   ანალიზიდა სიღრმისეული განხილვა ინტერაქტიულ გარემოში განხორციელდა.

კონფერენციისყველა მონაწილე ერთხმად აღნიშნავდა, რომ კურსის მიმდინარეობისას მიღებული ცოდნა,მათთვის მნიშვნელოვან  გამოცდილებასწარმოადგენს.