ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტმა  კამპანიას - დაინახე ყველაფერი - უმასპინძლა

ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტმა კამპანიას - დაინახე ყველაფერი - უმასპინძლა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტმა  ანტი-სტიგმა კამპანიას - დაინახე ყველაფერი  უმასპინძლა.  სტუდენტებთან შეხვედრა ფაკულტეტის  დეკანის, პროფესორ ლელა მასხულიას ორგანიზებით წარიმართა.

გაეროს ბავშვთა ფონდის  წარმომადგენელმა, ქალბატონმა მაგული შაღაშვილმა მოახდინა დისკუსიის გენერირება  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების მიმართ საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპებისა და სტიგმის შესახებ, აუდიტორიას ესაუბრა: საკითხის ირგვლივ არსებულ პრობლემებზე, კამპანიის შემუშავების აუცილებლობაზე, კამპანიის მიზნებზე. საკითხთან  დაკავშირებით სტუდენტებმა მას  საკუთარი  დამოკიდებულებები და  შეხედულებები გაუზიარეს . 

საკუთარი გამოცდილების მაგალითზე, აუდიტორიას  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მშობელი, ქალბატონი მაია შიშნიაშვილი ესაუბრა. მან მწუხარებით აღნიშნა, რომ  თემასთან დაკავშირებით  პრობლემები დღესაც დგას და გამოთქვა იმედი, რომ მომავალი თაობები  უფრო თანამედროვე და თავისუფალი მიდგომებით მოახრხებენ ურთიერთობას შშმ პირებთან.

შეხვედრაზე, კამპანიის ორგანიზატორებმა წარმოადგინეს მოკლემეტრაჟიანი ფილმები. მათში წარმოჩენილი იყო  ახალგაზრდების გამოცდილება შშმ პირებთან ურთიერთობისას, მათი  მოლოდინებისა და დამოკიდებულების ცვლილება ურთიერთობის შემდეგ. შეგიძლიათ  იხილოთ  ერთ-ერთი ფილმი:



კამპანია - დაინახე ყველაფერი,  გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით, ევროკავშირისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით, უკვე მე-2 წელია ხორციელდება, კამპანიის  ფარგლებში დაგეგმილმა აქტივობებმა მოიცვა მთლიანად საქართველო.  ის მიზნად ისახავს, საზოგადოების დამოკიდებულებების და ქცევის ნორმების შეცვლას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. 


იხილეთ სიუჟეტი