გაიმართა არაგადამდები დაავადებების მეორე კონფერენცია

გაიმართა არაგადამდები დაავადებების მეორე კონფერენცია

2018 წლის 8 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ახალგაზრდები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის" და კლუბის ,,ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტი" ორგანიზებით გაიმართა არაგადამდები დაავადებების მეორე კონფერენცია. 

კონფერენციაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებმაც გააკეთეს მოხსენებები ისეთ  დაავადებებზე როგორებიცაა, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, ფსორიაზი, ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციული დაავადებები და სხვა.

კონფერენციის ფარგლებში გამოვლინდნენ საუკეთესო მომხსენებლები, მესამე ადგილი დაიკავა კამილ ეფენდიევმა ფილტვის ქრონიკულ-ობსტრუქციული დაავადებების შესახებ მოხსენებით, მეორე ადგილი დაიკავეს თინა ცისკარაულმა და ნანა ხეჩუაშვილმა სარძევე ჯირკვლის კიბოს შესახებ მოხსენებით, ხოლო პირველი ადგილი დაიკავეს ანა დემურაშვილმა და დავით ჯიბღაშვილმა უროლითიაზის შესახებ.