კლასიკური მუსიკის კონცერტი

კლასიკური მუსიკის კონცერტი

2018 წლის  6 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  „თეატრალურ დარბაზში“ ჩატარდა თსსუ - ის კულტურის ცენტრთან არსებული საფორტეპიანო კლასის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ, როგორც ძველი, ასევე ახალი თაობის წარმომადგენლები, თსსუ -ის სტუდენტები და  ხელმძღვანელი  გოდერძი ჩიტაიშვილი.

კონცერტზე შესრულდა შოპენის, ბეთჰოვენის, დებიუსის, რახმანინოვის, ყანჩელის, ბზვანელის, კემულარიას და სხვა კლასიკოსი კომპოზიტორების  ვოკალური და ინსტრუმენტალური  ნაწარმოებები. 

საღამომ დიდი წარმატებით ჩაიარა.