ლექცია - მემკვიდრული  მუტაციების ტესტირება ჯანმრთელ და პროსტატის კიბოს მქონე პაციენტებში

ლექცია - მემკვიდრული მუტაციების ტესტირება ჯანმრთელ და პროსტატის კიბოს მქონე პაციენტებში

2018 წლის 21 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დავით ქოჩიაშვილმა ჩაატარა ლექცია - ,,მემკვიდრული  მუტაციების ტესტირება ჯანმრთელ და პროსტატის კიბოს მქონე პაციენტებში“.

ღონისძიება გახსნა და ლექციათა ციკლი შეაფასა   თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა. 

ლექცია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და კომპანია  Cellmax life-ის (კალიფორნია, აშშ) ერთობლივი კოლაბორაციული პროექტის  (ლექციათა ციკლი პერსონალიზებულ ონკოლოგიაში) ფარგლებში ჩატარებული წლის ბოლო ლექცია  გახლდათ.

პერსონალიზებული ონკოლოგია არის ფაქტებზე დამყარებული, ინდივიდუალიზებული მედიცინა, რაც საშუალებას იძლევა, თითოეულ პაციენტს მკურნალობა გაეწიოს სწორად შერჩეული წამლით, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დაავადების გამოსავალს და ამცირებს ჯანდაცვის ხარჯებს. ლექციებზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა გენეტიკური ტესტირება, დამიზნებითი წამლები, კიბოს განვითარების პროფილაქტიკა, კიბოს მკურნალობა და მოლეკულური დიაგნოსტიკა. ბიომარკერები და მოლეკულური ინდივიდუალური მედიცინა თანდათან ანაცვლებს ტრადიციულ მედიცინას, რაც ექიმთთათვის ახალი ინფორმაციების მიწოდების აუცილებლობას განაპირობებს.